მინდა დავარწმუნო ბატონი გვარამია, რომ ეს აღვირახსნილი სიბინძურე არ დარჩება პასუხგაუცემელი – ირმა ჭკადუა

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ადვოკატი ირმა ჭკადუა “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის სატელევიზიო გამოსვლას ეხმიანება, რომელშიც მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შვილების ნათლიას გაჰყვა ცოლად.

“მინდა გამოვეხმაურო ბატონი გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. მე მინდა დავარწმუნო ბატონი გვარამია, რომ ეს აღვირახსნილი სიბინძურე არ დარჩება პასუხგაუცემელი.

მე, როგორც უფლებადამცველი აუცილებლად ჩავაყენებ ძალიან გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის კურსში, თუ როგორი ცილისმწამებლური და ბინძური მეთოდებით ცდილობს ბატონი გვარამია ზემოქმედება მოხადნიოს საქართველოს მართლმადიდებლურ საზოგადოებაზე, ახდენს მათი რელიგიური გრძნობების სტიმულირებას სიცრუეზე და ცდილობს ადამიანის პირადი ცხოვრება გამოიყენოს პოლიტიკურ იარაღად.

ბატონო ნიკა, მოგმართავთ როგორც იურისტი იურისტს. თქვენ უხეშად არღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.”- აცხადებს ირმა ჭკადუა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE