იძულებული გახადა ჩემი ძმა, რომ ამ ზომამდე მიეყვანა – ხაშურში მოკლული ნათია გოგალაძის მული ახალ დეტალებზე საუბრობს (ვიდეო)

2792
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხაშურში მოკლული 30 წლის ნათია გოგალაძის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა. როგორც მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძის და “კურიერთან” ამბობს, აწგარდაცვლილის მეგობარი მამაკაცი სისტემატურად ურეკავდა მის ძმას და ემუქრებოდა, ასევე უკრძალავდა შვილებთან ურთიერთობას.

“2 წელი და 3 თვე წასული იყო იტალიაში, ვალაპარაკებდით ბავშვებს ვაიბერში. მოულოდნელად ჩამოვიდა ისე, რომ არც გაგვაგებინა, მოკიდა შვილებს ხელი და წაიყვანა.  ამის შემდეგ ჩემ ძმას საერთოდ არ ანახებდა ბავშვებს, ინტერნეტით კონტაქტი მეც ამიკრძალა, დამბლოკა და წამშალა სოციალურ ქსელში. იძულებული გახადა ჩემი ძმა, რომ ამ ზომამდე მიეყვანა. წადით და უბანში იკითხეთ ჩემი ძმა, ვინ არის და რა არის, ეკლესიაში დადიოდა.

ურეკავდა ვიღაც იგორი, რომელიც იყო იმ ქალბატონის  საქმრო, არის რამდენჯერმე ნასამართლევი და არის ძალიან გარყვნილი და ცუდი ადამიანი, ჩემ ძმასაც ეშინოდა, შვილებს გამიუბედურებს და დამინგრევს ოჯახსო. ურეკავდა ჩემ ძმას და ეუბნებოდა, ბავშვებთან არ მოხვიდეო, იმას რა უფლება ჰქონდა შვილებთან აეკრძალა ურთიერთობა?” – ამბობს მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძის და.

საპირისპიროს ამტკიცებს მოკლულის ოჯახი, მისი ბიცოლის შეფასებით, ნათიას ყოფილი ქმარი იყო ფსიქოპატი, რომელიც ძალადობდა მის ცოლსა და შვილებზე. რაც ეხება გარდაცვლილის მეგობარ მამაკაცს, ნათია გოგალაძის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მასთან ხელის სათხოვნელად იყო მოსული, თუმცა არ გაჰყვა.

თქვენი კომენტარი?