ეს ძაღლები 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე ყოველდღე მიდიან (ფოტოები)

2639
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ეს ძაღლები 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე წვანან. ფოტოები გარდაცვლილი ბიჭის დედამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ლუკას ბობი და შაკო დღისით, ღამით, ყოველდღე მიდიან ლუკასთან.
როგორ გიყვარდა ორივე და რამდენ რამეს მიყვებოდი მათზე ჩემო ლუკა.
მენატრები,ძალიან მენატრები” – წერს ლუკას დედა.

ლუკა ფოფხაძე 2019 წლის 2 სექტემბერს, 41 დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. სრულიად ჯანმრთელ ბიჭს მოულოდნელად დაუდგენელი ვირუსი შეეყარა იმ დროს, როდესაც ის რაჭაში იმყოფებოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფის რეანიმირება გახდა საჭირო, თუმცა რეანომობილი გზაში გაფუჭდა, რამაც პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, რადგან დროს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE