ნატოს გენ.მდივანი ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა დრო განსაზღვრული არ არის (ვიდეო)

461
წაკითხვა/ნახვა

“ნატო”-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა ამის დრო განსაზღვრული არ არის.

“მონტენეგრო 2 წლის წინ გახდა ჩვენი 29-ე წევრი და მალე ჩვენი წევრი გახდება ჩრდილოეთ მაკედონიაც, ასე რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ალიანსის კარი ღია რჩება. ჩვენ, ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ ნატოს სხვადასხვა სამიტებზე, რომ საქართველო გახდება ალიანსის  წევრი, თუმცა ამ პროცესის დროს განსაზღვრული არ გვაქვს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაძლიერებისკენ, რათა მათ დააკმაყოფილონ “ნატო”-ს სტანდარტები.

ეს არის საკითხი, რაზეც საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატოს საქართველოში, გვაქვს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, გვყავს უფრო დიდი წარმომადგენლობა საქართველოში, ვიდრე ოდესმე გვყოლია, ეს არის კარგი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თქვენი კომენტარი?