ბოლო ამბები
19/01/2025

მამიკვდეს თავი, ძმებ გილაურებზე სტატუსის მერე, ნიკა გვარამიამ მეგობრებიდან წამშალა – ელისო კილაძე

გაზიარება

“მამიკვდეს თავი, ძმებ გილაურებზე სტატუსის მერე, ნიკა გვარამიამ მეგობრებიდან წამშალა”- წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

დაფინანსების წყაროების გასაჯაროებაზე მაინც ვილაპარაკებ,ოპოზიციის ლუსტრაციაზეც და ოქროს გასაღებზეც! ეგაა კომენტარებს ვერ დავუწერ. ამოდენა “დემოკრატი” ლიდერი და დახურული გვერდი?”- წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ოპოზიციურ ერთობას ვუფრთხილდებოდი და არ ვწერდი,ახლა დავწერ: მქონდა ინფორმაცია , რომ მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან დახურულ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას კითხა,წინასაარჩევნოდ საიდან ამდენი ფულიო(ციფრებიც დასახელდა), სხვა დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები!

მე სხვა კითხვა მაქვს-როგორ ხდება,ერთი ძმა მეფის სამსახურში(ირაკლი გილაური ,ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია) და მეორე ძმა,ნიკა გილაური ოპოზიციის დამფინანსებელი?

თან იმ ქვეყანაში ,სადაც თავად ოპოზიცია დიქტატურაზე და ფინანსური სფეროს სრულ კონტროლზე საუბრობს?! ოქროს გასაღებზე  სხვა დროს დავწერ ახლა თქვენს ვერსიებს მოვისმენ:

P.S. – “დღეს ამის დრო არაა” –  ეს ხალხი სტატუსზე ნუ შემოცვივდებით, სექტანტებს უპასუხოდ დავბლოკავ”- დაწერა კილაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა