ტელეკომპანია “იმედი” ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივის

284
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ტელეკომპანია “იმედი” “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის.

“იმედის” იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს, რომ ბიზნესმენს “რუსთავი 2”-ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადების დამტკიცება მოუწევს. ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ თითქოს არსებობდა სუსის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელიც მას “ომეგას” პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, “იმედის” ეთერში უნდა წაეკითხა.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ტექსტში, რომლის წაკითხვაც თითქოს და მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, ეწერა, რომ რამდენიმე კვირის წინ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გამოქვეყნებული კომპრომატები დადგმული იყო და ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს დღეს ბანკი “ქართუც” გამოეხმაურა და ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამასთან, ბანკი “ქართუ” ამბობს, რომ მზად არის კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE