23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

17 იანვრიდან, 2 თვის განმავლობაში ლაგუნა ვერეს მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.
მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში.