სამოქალაქო აქტივისტი ვენერო მელუა ამბობს, რომ “ტვ პირველი” “ლელო”-ს და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინტერესებს ემსახურება და ამის მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, საქართველოდან დასწრების შესახებ მომზადებული რეპორტაჟები მოჰყავს, რომელიც მხოლოდ ლელო-ს ეხება და არაფერია ნათქვამი პარტია “ფედერალისტებსა და სალომე ზურაბიშვილზე.
“მე რა და როგორ გავიგე (და თუ ვცდები, დამიწერეთ. ან უკეთესად გაეშუქებინა მედიას და გავიგებდი მეც უკეთ)
სალომე მიიწვია ვილსონმა ინაუგურაციაზე სტუმრად (ეს სტუმრობა არაა კარგი საკომუნიკაციო და სანეთვორქო შესაძლებლობა. კარგია რომ რეჟიმიდან არავინ იქნება და იქნება სალომე, მაგრამ პირადი საუბრები საქართველოზე საჭირო ხალხთან აქ ვერ გამოვა)
ფედერალისტები (გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი) მიიწვია ტრამპ ჯუნიორმა წინასაინაუგურაციო წვეულებაზე, სადაც შეგიძლია, რომ მნიშვნელოვან პირებს ესაუბრო;
ფედერალისტებმა თქვეს, ჩვენ არ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს მთელი უნივერსალურობით, არ გვაქვს საკმარისი პოლიტიკური ძალა და ამას ვერ მივიწერთო. ამიტომ, ამ წვეულებაზე უნდა იყოს ვიღაც, ვინც ქართველ ხალხს წარმოადგენსო. ამიტომ, ფედერალისტების დახმარებით მიიწვიეს სალომე ზურაბიშვილი ამ წვეულებაზე;
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა იქ მყოფ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს ტრამპის ადმინისტრაციაში. იყო ფოქს ნიუსზე და ილაპარაკა საქართველოზე;
ფედერალისტები ასევე მიწვეულები იყვნენ რესპების მეგადონორების წვეულებაზე.
ეს ყველაფერი გავიგე თამარა ჩერგოლეიშვილის პოსტებიდან და ლაივებიდან. ამის ფონზე, ტვ პირველზე იყო მხოლოდ მამუკა ხაზარაძის პიარ ვლოგი (მისი შეხვედრები ჯო ვილსონთან. პოზირება კაბინეტებთან. მეტი მართლა ვერაფერი გავიგე სამოცი დასპონსორებული პოსტის და ოციტრილიონი რეპორტაჟის შედეგად).
ერთადერთი, ვინც პატარაზე რაღაცა გააშუქა, იყო ფორმულა. ანუ, რომ არა ინტერნეტი, ვერ გავიგებდით, რომ იმ წვეულებაზე ერთადერთი პარტია მიიწვიეს და პრეზიდენტი.
ეს ნორმალურია? ეს სწორია? როგორც არ უნდა გძაგდეს ვინმე, როგორც არ უნდა გიკვეთდნენ ყალბ რეალობას, ასე ხალხის მოტყუება ნორმალურია, როცა ამხელა ბრძოლაში ვართ (და ისედაც)? ეს საქვეყნო საქმის კეთებაა? არ გრცხვენიათ მართლა?
არ მიიწვიო გადაცემაში, არ დაუთმო ეთერი, ოქეი. ამას ხომ მივეჩვიეთ. ეს ხომ იქცა ნორმად. მაგრამ – ფაქტობრივი რეალობა აყალბო დაკვეთის მიხედვით?
სირცხვილია, ხალხო.”– წერს ვენერო მელუა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს