უჭერს თუ არა მხარს თავისუფალი საქართველო” სალომე ზურაბიშვილს? – კახა კუკავა განცხადებას ავრცელებს

297
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე კახა კუკავა ინტერნეტში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს.

კახა კუკავას განმარტებით, მათი პარტია არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს არჩევნების მეორე ტურში, ხოლო მისი პარტიის წარმომადგენლების გადაწყვეტილება, ეს არის ინდივიდუალური არჩევანი, რაც მისთვის გასაგებია.

“დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს.
მიუხედავ იმისა, რომ პირველი ტურის შემდეგ პირადად მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ნათლად მინდა გავიმეორო შემდეგი:

პარტია „თავისუფალი საქართველო“ არჩევნების მეორე ტურში მხარს არ უჭერს პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს. მიგვაჩნია, რომ ორივე მათგანი საქართველოს მიათრევს წარსულში და საარჩევნო კამპანიის ის ფორმა და შინაარსი, რაც მათ შემოგვთავაზეს, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

რაც შეეხება პარტიის ცალკეული პირების მიერ მიღებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ეს არის მათი პირადი პოზიცია და ჩემთვის ადამიანურად გასაგებია, რომ პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ დაპატიმრებულები ან სხვაგვარად რეპრესირებულები, მტკივნეულად აღიქვამენ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის შესაძლო გამარჯვებას.

სამწუხაროდ, ვფიქრობთ, არჩევნების მეორე ტური რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს იგი, ვერ გადაწყვეტს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებს, ამიტომაც მთელი ქართველი ერის, ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის რესურსები უნდა დაირაზმოს იმისათვის, რომ 2019 წელს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით და ამ არჩევნებზე პარლამენტში ჯამური უმრავლესობა მიიღონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც არ არიან სააკაშვილის ან ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები.”– ნათქვამია კახა კუკავას განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE