ბოლო ამბები
19/02/2025

ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება – გიორგი გახარია

გაზიარება

ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც”– წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში და ეხმიანება მასზე მომხდარ თავდასხმას სასტუმრო შერატონში,რაშიც პირდაპირ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, დღეიდან კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

“მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.
რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე” – წერს გახარია.

 

სხვა ამბების წაკითხვა