ბოლო ამბები
19/02/2025

ფონდ “ქართუ”-ში ორჯერ მქონდა თხოვნა სტიპენდიაზე შეტანილი, რაზედაც ორჯერვე თავაზიანი უარი მივიღე, მაგრამ არ გავბოროტებულვარ, “ქართული ოცნების” მომხრეები ფულზე არ ვიყიდებით – თემურ თათარაშვილი

გაზიარება

“ჩემს კეთილდღეობაზე მზრუნველო ” მეგობრებო” .  არჩევნების “კარტოფილით და ხახვით მოსყიდვის” უკბილო თემას ყავლი გაუვიდა და ამჯერად პირად სივრცეში ეჭრებით და დაშტამპული თეზისებით აბულინგებთ თქვენთვის მიუღებელი აზრის მქონე ადამიანებს.

თურმე, ხელისუფლების მომხრე, ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი მადლიერებით განმსჭვალული ყველა ადამიანი ” ფულზე გაყიდული” არსებები ვართ! მესმის, ძალიან კარგად მესმის, თქვენთვის სხვა კრიტერიუმი , ადამიანის მადლიერების გრძნობის გამოხატვის საშუალება არ არსებობს, გარდა ფულისა!

ეს ერთადერთი რამაა, რაც თქვენს ტვინებში მუდამ ტრიალებს და ამით საზღვრავთ ყველაფერს ირგვლივ წუთისოფელში. ძალიან ბევრ უმადურ ადამიანს დაეხმარა და ეხმარება დღემდე ბატონი ბიძინა, რომლებიც დღენიადაგ მის ლანძღვა-გინებაში ხართ, ყველამ საკუთარ გულებში ჩაიხედეთ, განსაკუთრებით კულტურის სფეროს “მუშაკებო”, არ ვაპირებ გვარ-სახელების ჩამოთვლას, თქვენგან განსხვავებით, პირადად მე საცხოვრებელი ბინაც ბანკის იპოთეკაში მაქვს ჩადებული, მანქანა და ტელეფონიც კი კრედიტით მაქვს გამოტანილი და არასდროს, არსად დამცდენია აუგი “ქართული ოცნების ” საპატიო თავმჯდომარის , ბატონ ბიძინა ივანიშვილის ან საქართველოს ხელისუფლების სხვა რომელიმე წევრის მიმართ.

სხვათაშორის, ფონდ “ქართუ”-ში ორჯერ მქონდა თხოვნა სტიპენდიაზე შეტანილი, რაზედაც ორჯერვე თავაზიანი უარი მივიღე, მაგრამ არ გავბოროტებულვარ.
“ქართული ოცნების” მომხრეები ფულზე არ ვიყიდებით!”- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თემურ თათარაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა