22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რესტორნების ქსელი “წისქვილი ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

რესტორნების ქსელ “წისქვილი ჯგუფის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ჯგუფ “დაიტოვე”-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც პოსტის ავტორი მოუწოდებს ობიექტის თანამშრომლებს, რომ იქ მყოფ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს საჭმელში ჩაუფურთხონ.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც კომენტარის ავტორმა პოსტზე გაავრცელა და შემდგომ წაშალა.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ რესტორნების ქსელი „წისქვილი“ უკვე 22 წელზე მეტია წარმატებით ემსახურება სტუმრებს და ხალხის ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს. ეს დრო არაერთი სირთულის გადალახვითა და დაუღალავი შრომით გავიარეთ, რის გამოც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენი რეპუტაცია.
გვინდა დავაზუსტოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჩვენს რესტორანში არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება.

გვწყინს, რომ მსგავსი მცდარი და ცილისმწამებლური განცხადებები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავს, აზიანებს ჩვენი ბიზნესის რეპუტაციას, რომელიც ისედაც მგრძნობიარეა უსამართლო კრიტიკის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ერთგულები ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ და ყოველთვის ვცდილობთ, უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

გთხოვთ, ნუ ენდობით დაუდასტურებელ ინფორმაციას და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად ვართ, თქვენთან უშუალო კომუნიკაციაში ვიყოთ.
მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს!”- ნათქვამია “წისქვილი ჯგუფის” განცხდებაში.