22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საბავშვო წყალ “ციდა”-ს შემოწმების შედეგად, დარღვევები ან შეუსაბამობა არ აღმოჩენილა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საბავშვო წყალ “ციდა”-ს შემოწმების შედეგად, დარღვევები ან შეუსაბამობა არ აღმოჩენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა,   ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული  მოკვლევის შედეგად დადგენილი  პარტიიდან   აიღო   წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტირებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი,  რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული  ჟანგვადობა.კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში არ აღინიშნა.– ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო წყალ ციდას დალევის შედეგად 4 წლის ბავშვი მოიწამლა.