“დილით იუსტიციის სახლში ვიყავი, ისეთი ამბავი მოხდა, ორივემ მივატოვეთ ჩემი საქმე და იმათ მივაშტერდით”

469
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი ჯაფარიძე წერს:

“გუშინ დილით იუსტიციის სახლში ვიყავი მომიწია რიგმა, დავჯექი ოპერატორთან. გვერდით, მეორე ოპერატორთან ისეთი ამბავი მოხდა, ორივემ მივატოვეთ ჩემი საქმე და იმათ მივაშტერდით. ტიპმა საბუთები მიაწოდა და რაღაც ჰკითხა, ვერ გავიგე ოღონდ, რა ჰკითხა. გოგო ეუბნება, – აპოსტილი თუ გაქვთ,, პრობლემა არ გექნებათო.

– კიო, დავპოსტე ამ დილასო, საერთოდ, ყოველ დღე ვპოსტავო.
– რას პოსტავოთო, – გოგომ გაოგნებულმა ჰკითხა
– ყველაფერზე ვპოსტავ, მაგრამ უფრო პოლიტიკაზეო.
– ფეისბუკში პოსტავთო? – გოგომ დააზუსტა.
– კი, ფეისბუკში ვპოსტავო.

მე და ჩემი ოპერატორი ძლივს ვიკავებთ სიცილს. ის გოგო გმირულად უძლებდა, ჩემსას ჩუმად ვეუბნები, – ამას ლაიქებიც თუ აქვს, ვაფშე არ ექნება პრობლემამეთქი – გაიგო , ლაიქებიცა მაქვს და კომენტარებიცო, – წარბაწეულმა მითხრა” – წერს მარი ჯაფარიძე.


აპოსტილის განმარტება :

დამოწმება/ლეგალიზაცია ნიშნავს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE