ბერა, ბრავო – მარი გრიგოლია

765
წაკითხვა/ნახვა

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარი გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმიანება ბერა ივანიშვილის მიერ, ამაზონის ტყის აღდგენისთვის თანხის გადარიცხვის გადაწყვეტილებას.

“ბერა, ბრავო, მასშტაბურობაზე რომ აქვთ პრეტენზია და რატომ გადარიცხა საკუთარი თანხა ამაზონის ტყისთვისო, რომ ბობოქრობენ. საქართველოში ცოტა თანხა აქვს დახარჯული ხომ ბერას ოჯახს, ცოტა სიკეთე აქვთ გაკეთებული ხო ამ ქვეყნისთვის?!!

რა უხერხულია, ამხელა ქველმოქმედება გააკეთოს ადამიანმა იმ სამყაროსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ და ასეთი შხამი აფრქვიონ ზოგიერთებმა. სამყარო საქართველოსგანაც შედგება და ამაზონის ტყისგანაც. პლანეტის ჰაერს ყველა საერთოს ვსუნთქავთ. თქვენი ფული გადარიცხა?” – წერს მარი გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?