22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ანა დოლიძე თათბირებს იწყებს (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ოპოზიცია მუხტის შესანარჩუნებლად ახალ გზებს ეძებს და ყველა თანხმდება, რომ არსებული აქციების ფონზე, სხვა საშუალებაა მოსაძებნი, რათა პროცესები მათთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

ამაზე მეტყველებს მათი ბოლოდროინდელი განცხადებები, რასაც თან ერთვის ის, რომ ოპოზიცია ისეთი ერთიანი აღარ არის, როგორც ადრე იყო.

ერთ-ერთი, ვინც მუხტის შენარჩუნებას ცდილობს, ანა დოლიძეა, რომელიც გამოსავალს  თათბირებში ხედავს და სწორედ ასეთი თათბირების ჩასატარებლად გაემართა რეგიონებში.

მისი თქმით, საჭიროა, რომ კვლავ გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია რეგიონების მასშტაბით სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა, რათა ხალხს წინააღმდეგობის სურვილი გაუზიარონ და ახალ ფორმებზე იფიქრონ.