არ შეიძლება ეკლესია მოეწყოს თავშესაფრად – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

321
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა , თითქოს პატრიარქმა ტაძრების წინამძღოლებს მოუწოდა, რომ ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით უსახლკარო ადამიანები შეიფარონ. მისი თქმით, ეკლესია არ შეიძლება უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს, რადგან ეკლესიას აქვს თავისი მისია.

„ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად – ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლზე ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა” – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE