ბოლო ამბები
20/03/2025

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეკა ბესელია, ეს ბინძური ქალი ქართულ პოლიტიკას ახლოს აღარ გაეკაროს – ელისო კილაძე

გაზიარება

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეკა ბესელია, ეს ბინძური ქალი ქართულ პოლიტიკას ახლოს აღარ გაეკაროს”- წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში და განმარტავს მასთან დაპირისპირების მიზეზებს:

“რამდენიმემ მკითხა, ბესელიას ასე რატომ ერჩიო :
ორი მიზეზი მაქვს-ერთი საზოგადო,მეორე პირადი!

1. როცა მისი პირადი ფირის გავრცელების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს,(მხოლოდ ჩემი სიფრთხილის წყალობით),მაშინ ქოცი იყო და როგორც დაზარალებულმა თანხმობა მისცა მათ საპროცესო შეთანხმებაზე ,მხოლოდ იმიტომ, რომ დაკავებულებს დამკვეთი არ დაესახელებინათ (იმუქრებოდნენ ციხიდან), ამით მწვანე შუქი აუნთო პირადი ფირების შემდგომ გავრცელებას.

2. როცა ბესელია და კობახიძე პატიმრების შეწყალების სკანდალში ვამხილე, ორივემ შეიტანა სარჩელი. მალე დათო (ელისო კილაძის ვაჟი) დაიჭირეს და მანანა კობახიძემ უარი თქვა დავის გაგრძელებაზე, ბესელია ჩემგან 20 500 ლარს ითხოვდ ა(41-ჯერ 500, ქოცურად, სიმბოლურად), შვილის პროცესების პარალელურად, მის პროცესებზე დავდიოდი (გედი ფოფხაძე ზედამხედველობდა მოსამართლე ასმათ კოხრეიძეს), ჩემი შვილის გამამართლებელი განაჩენის მერე, გოგაშვილს ეხმარებოდა, სააპელაციო კოლეგიაზე ზეწოლაში განაჩენის შესაცვლელად!
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსი ჯაშუშების ქომაგი, კორუმპირებული, ბინძური ქალი ქართულ პოლიტიკას ახლოს აღარ გაეკაროს”- წერს ელისო კილაძე.

სხვა ამბების წაკითხვა