ძალიან ნასვამ მდგომარეობაში ვარ, ჩაიწერეთ – მეუფე იაკობი (ვიდეო)

1514
წაკითხვა/ნახვა

“ძალიან ნასვამ მდგომარეობაში ვარ, ჩაიწერეთ”– ასე უპასუხა მეუფე იაკობმა “იმედი”-ს ჟურნალისტს, რომელიც კომენტარზე დაუკავშირდა, რა დროსაც,  კორესპონდენტის თქმით, მეუფემ არაკორექტულად მიმართა მას და ზოგადად ცუდად მოიხსენია მედია, რაზეც მან ჰკითხა, იყო თუ არა ნასვამი, სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ განუცხადა მან ჟურნალისტს, რომ ნასვამი იყო, თუმცა უცნობია, ეს პასუხი იყო ირონიული თუ გულახდილი.

საკითხი ეხება ტვ “პირველი”-ს ეთერში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ გაიმართა შეხვედრა, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური, შეხვედრაზე კი განიხილებოდა პატრიარქის გადაყენება და მის ნაცვლად მეუფე შიოს დანიშვნა.

მეუფე იაკობის განცხადების შემდეგ გამოითქვა ეჭვი, რომ ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და ამის შესახებ მეუფე პეტრემ, ასევე სხვა პირებმაც განაცხადეს.

თქვენი კომენტარი?