ასეთი გულწრფელი აღიარება არასოდეს მომისმენია! ნახეთ რას ამბობს თაკო ჩარკვიანი – ბონდო მძინარაშვილი

325
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, თაკო ჩარკვიანის სატელევიზიო გამოსვლის კონკრეტულ მონაკვეთს ეხმიანება

“ასეთი გულწრფელი აღიარება არასოდეს მომისმენია!  მოუსმინეთ, მე-2 წუთიდან რას ამბობს თაკო ჩარკვიანი:

“ჩვენ, იცით, რა მივიღეთ ახლა?! თუ გვყავდნენ სასტიკი ადამიანები და ძალიან პროფესიონალები და ჭკვიანები, ჩვენ ახლა მივიღეთ ძალიან თაღლითები, კორუფციონერები და სასტიკები. მე ახლა მინდა, რომ ნაზავი მიიღოს ქვეყანამ.”

რა გამოდის, – თაკო ჩარკვიანს უნდა, რომ მიიღოს ასეთი ნაზავი: სასტიკი, ძალიან პროფესიონალი, ჭკვიანი, ძალიან თაღლითი, კორუფციონერი?! მისი ნათქვამიდან ასე გამოდის!

ვის უჭერს მხარს თაკო ჩარკვიანი? დიახ, გრიგოლ ვაშაძეს! ვინ არის ეს ნაზავი? დიახ, გრიგოლ ვაშაძე! გმადლობთ, ქალბატონო თაკო, გრიგოლ ვაშაძის ზუსტი დახასიათებისთვის!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

იხილეთ ვიდეო

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/201550864099201/

თქვენი კომენტარი?
IMG.GE