ბოლო ამბები
21/03/2025

თეთრ სახლში ბაიდენის ადმინისტრაციის “თაღლითური” ხარჯების ქვითრები გაასაჯაროვეს (ვიდეო)

გაზიარება

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აქვეყნებს იმ ქვითრებს, რომლებიც ბაიდენის მმართველობის დროს იხარჯებოდა და მათი შეფასებით, ეს არის თაღლითობა.

ამ საკითხზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა ისაუბრა ჟურნალისტებთან და წარმოადგინა რამდენიმე ქვითარი.

“რაც შეეხება რეალურ ქვითრებს, სიამოვნებით მოგაწვდით. ყველამ იცით, რომ მიყვარს ქვითრების წარმოდგენა. ჩვენ გვაქვს კონტრაქტები, რომლებსაც გამოგიგზავნით და არაფერს არ დავმალავთ, ვიქნებით წარმოუდგენლად გამჭვირვალეები.

ეს არის კონტრაქტის ასლები, რომელიც დოჯმა აღმოაჩინა.

ეს არის DEI-ს კონტრაქტი (თანასწორობის, ინკლუზიისა და მრავალფეროვნების კონტრაქტი) 36 ათასი დოლარი ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის მომსახურებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტს ტრამპის პოლიტიკას.

მათი კიდევ ერთი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 3,4 მილიონი დოლარია, ინკლუზიური ინოვაციის საბჭო, ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში, კომერციის დეპარტამენტში.

მიყვარს ეს კონტრაქტი – 57 ათასი დოლარი კლიმატის ცვლილებისთვის შრი-ლანკაში – რას აკეთებს ეს ამერიკელი ხალხის ინტერესებისთვის? აბსოლუტურად არაფერს.

აი, მათი ერთ-ერთი ტვიტი, რომელიც გამოაქვეყნეს მაღაროს შესახებ, მგონი ეს პენსილვანიაა, სადაც მუშავდება ფედერალურ თანამშრომელთა საპენსიო სისტემა, ვინმემ იცოდა რომ ეს ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა? 

ასევე მაქვს ყოველდღიური ანგარიში.

მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი თაღლითური, ფუჭი და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხის ბოროტად გამოყენებაა. ეს არ არის ის, რაზეც მთავრობამ უნდა დახარჯოს ფული, ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტებს და დღის წესრიგს.

და თუ ვინმეს სურს იმის მტკიცება, რომ ფედერალური მთავრობა გარკვეულწილად არ არის თაღლითური, მეწვიეთ.”- განაცხადა კეროლინ ლევიტმა.

სხვა ამბების წაკითხვა