ბოლო ამბები
20/03/2025

ხვალ დილით შემაქვს საჩივარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით გენერალურ პროკურატურაში

გაზიარება

ხვალ დილით შემაქვს საჩივარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით გენერალურ პროკურატურაში”- წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში და ეხმიანება სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის ფაქტს.

“ყველაზე მდაბიო , ლაჩრული, უღირსი ქცევა – ( თავისთავად დანაშაულიცაა) დაახვედრო დილის 05 სთ აეროპორტში დაქირავებული ჯგუფი რათა თავს დაესხას საქართველოს პრეზიდენტს , ქალს 

რას დაემსგავსა ,,ოცნება” ?? ვის მოწონს ეს უსახური გამოვლინება , რომელიც ახასიათებს სუსტ რეჟიმს?

გამოვიარეთ ყველა სახის რეპრესია და ვნახეთ ყველაფერი და ვეკითხები ოცნების მომხრეებს – ამ სისტემაზე ოცნებობდით ?
ეს 21 -ე საუკუნის მეთოდებია პოლიტიკური ბრძოლის? არაფერი რჩება უკვალოდ !

ეს გახსოვდეთ …

ხვალ დილით შემაქვს საჩივარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით გენერალურ პროკურატურაში შესაბამისი მოთხოვნებით ! ვიცი რაც მოხდება ! ისიც ვიცი , რომ ეს გასაკეთებელია“- წერს ეკა ბესელია.

სხვა ამბების წაკითხვა