სამოქალაქო აქტივისტი თეო ბზიშვილი ეხმიანება დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ფულის გადაცემაა ასახული. გავრცელებულ ვიდეოზე ითქვა, რომ აქციის მონაწილეებს თანხას ურიგებენ, თუმცა, თეო ბზიშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის და მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.
“ბინძურ კამპანიაზე,რომელსაც ბინძური სისტემა სუს-ის კადრებით აგორებს! გიყვებით ადამიანურ ამბავს, რომელიც არაადამიანების ხელში აღმოჩნდა! რეალურად ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა.
17 თებერვალს იყო არაჩვეულებრივი ადამიანის, ჩვენი მემატიანის დაბადების დღე! ვაპირებდით სიმბოლურად მხოლოდ ტორტით მიგველოცა (საქართველოს და ევროკავშირის დროშებით) თუმცა ვინაიდან საჩუქრის თანხა ტორტის და სანთლების ღირებულებას გასცდა, გადავწყვიტეთ კონვერტში ჩაგვედო და გვეჩუქებინა! ვინაიდან ბანკომატმა წვრილი კუპიურები მოგვცა, მომერიდა საჩუქრად ამ ფორმით გადაცემა და ვიკითხე იქვე ხომ არ ჰქონდათ ვინმეს მსხვილი კუპიურები!
საბედნიეროდ აღმოაჩნდათ და გადავცვალეთ! შეგროვებული და გამოხურდავებული თანხა ჩავდე კონვერტში და ვინაიდან იუბილარი არ იყო, გადავეცი რუსკა ბუზიაშვილს მისთვის მისაცემად (მე ახლოს არ ვიცნობ და მომერიდა)
ვერაფერს ნახულობენ ეს ფარჩაკები და დაბადების დღის საჩუქარს მიადგნენ! ფსკერი!
18 თებერვალს, ბიძინას დაბადების დღეზე გაიტაცეს ლაშა ჯიოშვილი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა ტორტისთვის ფულის შეგროვებაში, ვაზუსტებ კიდევ ერთხელ, თანხა გასცდა ტორტის ფულს და აქედან გამომდინარე გადაიქცა საჩუქრად!
დღეს, 19 თებერვალს, დამირეკა პოსტ ტვ ის ჟურნალისტმა,რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდათ კადრები (გქონდეთ ძვირფასებო,ჩვენ არაფერს არ ვმალავთ ) და მკითხა რისი თანხა იყო! ჯერ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ მაინც ვუპასუხე, რომ იყო საჩუქრის ფული და წვრილი კუპიურა გადავცვალე მსხვილში! დაურეკეს რუსკა ბუზიაშვილსაც,რომელმაც ასევე უთხრა სიმართლე! ამ “მიუკერძოებელმა” მედიამ კი წაიღო და მტკიცებით ფორმაში დააწერა რომ აქციის ორგანიზატორი არიგებს ფულს !
იმ ფულით იაროს ყველამ, ვინც ამას დაიჯერებს და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილმა,რა ფულიც ჩვენ მიგვიღია ან გაგვიცია აქციის მონაწილეებზე ! მაქსიმალურად ვეცადე მეგობრებო ყველას კონფოდენციალურობა დამეცვა ! ვიდეოში ყველა ვართ საჯაროდ დადებულ ფოტოზე და ამიტომ ვტვირთავ!”- წერს თეო ბზიშვილი.
იხილეთ ვიდეო:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს