შიშით ჩასვრილი მიშა რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს – ლაშა ნაცვლიშვილი

548
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“შიშით ჩასვრილი მიშა რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს”- ასე ეხმიანება ლაშა ნაცვლიშვილი სხვადასხვა ვებ გვერდზე განხორციელებულ  ჰაკერულ თავდასხმებს.

“მიშას ბოტების ქარხანა ჰაკავს სამთავრობო საიტებს და დებს საკუთარ ფოტოს წარწერით, დავბრუნდებიო. ახლა, რაშია საქმე – შიშით ჩასვრილი, რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს ამ მისთვის მწარე რეალობას. თვალს ხუჭავს და წარმოიდგენს… სექსოლოგიის ენაზე ამას სხვა სახელი ჰქვია… აი, როგორ აგიხსნათ…. მოკლედ, ბნელში რომ აკეთებენ მისნაირები, ვიდრე გათენდება.”– წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქში.

შეგახსენებთ ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა პრეზიდენტის ვებ გვერდზე, ასევე საქალაქო სასამართლოს, აჭარის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე და კერძო მედიასაშუალებების, “ქრონიკა პლუსი”-სა და ტელეკომპანია “თრიალეთი”-ს საიტებზე, სადაც ინფორმაციის ნაცვლლად მიხეილ სააკაშვილის ფოტო იყო წარწერით” მე დავბრუნდები”.

ამ თემაზე:

პრეზიდენტის ვებ გვერდი გატეხეს და სააკაშვილის ფოტო განათავსეს

გაზეთ “ქრონიკა პლუსი”-ს საიტიც გატეხეს და მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს

თქვენი კომენტარი?