ბოლო ამბები
20/03/2025

გუბაზ სანიკიძის ვაჟი უკვე მესამედ დააჯარიმეს, თუმცა ის თანხის გადახდას არ აპირებს

გაზიარება

გუბაზ სანიკიძის ვაჟი, ლევან სანიკიძე უკვე მესამედ დააჯარიმეს და ჯარიმების საერთო ოდენობა 15 ათასი ლარია, თუმცა, ის ამ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან არ აღიარებს “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას და მათ მიერ მიღებულ კანონს.

“მესამედ დამაჯარიმეს უკვე 5 ათასი ლარით რუსთაველის გამზირზე დგომისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ ამ ჯარიმების გადახდას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დრაკონული კანონების რაღაც ახალი მეთოდი, რომელიც ფინანსურ ბლოკადასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე, რომელიც ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მათ მიერ მიღებული კანონები არის არალეგიტიმური, შესაბამისად, არ ვაპირებ ამ თანხის გადახდას”– ამბობს ლევან სანიკიძე.

სხვა ამბების წაკითხვა