“იმედი”-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევა – ვინ რამდენი პროცენტი მიიღო?

278
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა „გელაპ ინტერნეიშენალს“ დაუკვეთა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა.

ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 52%, გრიგოლ ვაშაძე – 48%.

შეწონვისა და ალოკაციის გარეშე ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 28%, გრიგოლ ვაშაძე – 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი – 37%, არცერთს არ მივცემ ხმას/არ მივიღებ მონაწილეობას – 9%.

შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ასეთია, რომ მონაცემთა შეწონვა ხორციელდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით – სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით. ალოკაციისას გათვალისწინებული იქნა პირველი ტურის შედეგები.

კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობდა 2400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. შერჩევის ცდომილებაა 2%.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE