ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი “”ქართული ოცნების” ინიციატივით შექმნილ იმ საგამოძიებო კომისიას აფასებს, რომელმაც 2003-2012 წლებში, ნაც.მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებები უნდა შეისწავლოს.
“ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება ქმნის საგამოძიებო კომისიას პარლამენტში იმ მიზნით, რომ სურს შეისწავლოს ჩადენილი დანაშაულებები აღიარებს, რომ არის უუნარო, მართოს სახელმწიფო, ვინაიდან საგამოძიებო კომისიის არსი არის ისეთი ფაქტების შესწავლა, რასაც ვერ აკეთებენ სამართალდამცველი სტრუქტურები. თუ, ხელისუფლება არ ენდობა პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, მოსახლეობა რატომ უნდა ენდოს? 2012 წელს ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგად შეიცვალა ხელისუფლება.
ივანიშვილმა და წულუკიანმა გამოაცხადეს, ვისაც სააკაშვილის რეჟიმმა ზიანი მოგაყენათ, მიმართეთ პროკურატურასო, რასაც პირადად მივესალმე. საცოდავი ხალხი მთელი დღე იდგა რიგში დაახლოებით 20 000 საჩივარი შეიტანეს, მაგრამ „ქველმოქმედმა კაცმა“ გადააგდო ხალხი. შემდეგ, 2013 წელში წულუკიანმა გამოაცხადა ხარვეზის დამდგენ კომისიას ვქმნით და ერთ წელში შეტანილ საჩივრებზე პასუხს გაცნობებთო.
ერთი წლის შემდეგ ისევ წულუკიანმა გამოაცხადა, ხარვეზის დამდგენ კომისიას აღარ ვქმნით და მიმართეთ პროკურატურასო. საცოდავი ხალხი წავიდა პროკურატურაში, შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად და აღმოაჩინა საოცრება, მათი საჩივარი განსახილველად დააწერეს იმ პროკურორებს, ვისაც ეს საცოდავი ხალხი უჩიოდა.
ამის ჩემდეგ მოტყუებული ხალხი მოადგა ადვოკატთა ასოციაციას გვიშველეთო, მე ვაკეთებდი განცხადებებს, მაგრამ სამწუხაროდ მივხვდით, რომ ჩვენი ბრძოლის შედეგად ხელისუფლება მიიტაცა „რუსულმა ოცნებამ“ და აკეთებდა იმას რაც უნდოდა. ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმი იდგა ბინძურ პროკურორებზე და მოსამართლეებზე, მათ წინააღმდეგ პროკურატურაში არის შეტანილი ასეულობით საჩივარი მათ შორის რამოდენიმე შევიტანე ადვოკატთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, პასუხი 13 წელი არ მიგვიღია. მაინტერესებს, დაისჯებიან თუ არა ის პროკურორები რომლებსაც ეწერათ საჩივარი და 13 წელი პასუხი არ გასცეს საჩივრის შემტან მოქალაქეს? რა თქმა უნდა არა! მაშინ, თქვე საცოდავებო! რაში გჭირდებათ ეს მკვდრადშობილი საგამოძიებო კომისია?”- წერს ზაზა ხატიაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს