პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ეხმიანება 21 თებერვალს, ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც ორ პირს, საპროტესტო მარშის მონაწილეებთან დაპირისპირება მოუხდათ, რა დროსაც ისინი დააკავეს.
“მივმართავ ხელისუფლებას! წუხელ ფილარმონიასთან დააკავეს ჩემი კლასელების, მალხაზ ჭკუასელისა და ლალი ებრალიძის შვილი, ნიკა, რომელიც ქუჩებში მოწანწალე ჭინკებმა წყობიდან გამოიყვანეს და, როგორც ვიცი, ამჟამად, დაკავებულია.
“დიდი ხანია ვამბობთ, რომ დავიღალეთ ამ ფსიქოპათების სიგიჟეების ყურებით! ვითმენთ, მაგრამ, ხომ ხედავთ, რა სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავთ თბილისელები! მივმართავ თბილისის 55-ე სკოლის ყოფილ მოსწავლეებს! მხარში დავუდგეთ მალხაზის და ლალის შვილს, ნიკას, რომელსაც სიყვარულით ,,კეთილ დევს” უწოდებენ.
ჩემი სოლიდარობა ნიკას! – კეთილშობილ, უწყინარ, გულკეთილ, ქრისტესმოყვარე ახალგაზრდა კაცს! მოგვაშორეთ სოროსის სულგაყიდული ნაბუშრები! მოგვაშორეთ მჩხიბავები, ავაზაკები და მეკუბოვეები!
მოგვაშორეთ ქრისტეს მოძულე იუდები! ნუ აიძულებთ მოქალაქეებს თქვენი საკეთებელი აკეთონ!ოპოზიცია ვიყავით ჩვენ, 90-იანი წლების ახალგაზრდები – სამშობლოს მოყვარულები, ზრდილობიანები, ლამაზები, განათლებულები, სამართლის მოყვარულები…
ეს არ არის ოპოზიცია! ეს ჯოჯოხეთია! დავიღალეთ! თავისუფლება ნიკა ჭკუასელს და მის მეგობარს!
P.S. ჩემო ლალიკო, კეთილო, ლამაზო, არ შეგეშინდეს, შენი ახლობლები, კლასელები, შენ გვერდით ვდგავართ დამშეული ჰიენები დაესივნენ შენს მთასავით შვილს!
რას ვიზამთ? ხანდახან, ასეც ხდება!.. ლომების ქალაქში ჰიენები მომრავლდნენ!.”– წერს თინათინ მღვდლიაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს