არსებობს საფრთხე, რომ კვლავ განმეორდეს იაკობის და პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა – არჩილ გამზარდია

447
წაკითხვა/ნახვა

არჩილ გამზარდია


მიუხედავად იმისა, როგორი ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა საპატრიარქომ მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტია და როგორც ვამბობდი, პატრიარქის იძულებითი გადადგომის მცდელობა გუშინ კიდევ ერთხელ იყო, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილიც იყო. სწორედ ამას უკავშირდება ქორეპისკოპოსის გადადგომაც, ჩანს, ხელისუფლების ჩარევას უკავშირდება მთელი ეს პროცესი, რომ პატრიარქი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იძულებულები გაეხადათ პროცესს ჩამოშორებულიყვნენ.

როგორც ჩანს, მას მერე, რაც მედიით ხმაური ავტეხეთ, რომ ხელისუფლება პატრიარქის იძულებითი გადადგომას კვლავ აიძულებდა და რაღაც მომენტში, როგორც ჩანს, პატრიარქმაც შესაძლოა დათმო, ამ ხმაურის შედეგად, პროცესი დროებით შეჩერდა.

ვშიშობ, მოცემულობიდან გამომდინარე სასიცოცხლო საფრთხეები კვლავ გაჩნდა როგორც ყოფილი ქორეპისკოპოსის, ასევე პატრიარქის მიმართ. ხელისუფლება ჩქარობს და არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ განმეორდეს მთავარეპისკოპოსი იაკობის და პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა.

ps –  საქმე იმაში არ არის, როგორი ფორმით საუბრობდა პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, როგორ მართავს ან მართავდა ზოგადად საქართველოს ეკლესიას საქართველოს პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა, საქმე ადამიანების სიცოცხლეშია და ასევე იმაში, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ნიშნავდეს პატრიარქებს. აიძულებდეს გადადგომას და სიცოცხლეს უსპობდეს.

თქვენი კომენტარი?