მოვუწოდებ ” რუსთავი 2″-ს შეწყვიტოს ჩემი სახელით სპეკულირება – თამაზ ელიზბარაშვილი

324
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ვნახე 9 საათიანი კურიერის რეპორტაჟი . მოვუწოდებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს შეწყვიტოს ჩემი სახელით სპეკულირება. ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატს შოთა ხაბარელს , რომელიც ამ სიუჟეტში ჩემზე საუბრობს, მინდა ვუთხრა სანამ პირს გააღებ და ჩემზე რამეს იტყვი მინიმუმ ათჯერ მაინც დაითვალე და ისე გააჟღერე შენი სათქმელი.  მე არ ვერევი პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში . ამიტომ მოვუწოდებ ორივე მხარეს თავი გაგვანებეთ მე და ჩემს ოჯახს.”– წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE