21/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თავის დროზე ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ უკან დახევა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

თავის დროზე ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ უკან დახევა, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„სანქციების დაწესების შემთხვევაში მოხდებოდა ესკალაცია, ჩამოიქცეოდა ეკონომიკა. ყველაფერი იყო დღესავით ნათელი, თუმცა ამას ითხოვდნენ სწორედ ხელისუფლებისგან თავის დროზე ეს ადამიანები. დღეს სათქმელი არაფერი აქვთ და აქედან გამომდინარე უწევთ ტყუილების ლაპარაკი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.