სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ. ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი”- ასე ამართლებს ნიკა გვარამია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წასვლას საქართველოდან.
“ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო. ციხეში, ცხადია. ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.
სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.
ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში – არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.
შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა.”- წერს ნიკა გვარამია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს