“ევროკავშირში 100 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, ერთადერთი ეს მავნებელი ქვეყანაა უნგრეთი და ის თავგასიებული რომ ჰყავთ, ორბანი და არის უკვე იდეები, რომ ხმის უფლება ჩამოართვან უნგრეთს”– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა 5 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.
ელისაშვილის თქმით, ქართულ ოპოზიციას აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა და გაზაფხულიდან, უნდა განახლდეს კვლავ ხალხმრავალი აქციები, რომელიც დაასრულებს “ქართული ოცნების” მმართველობას.
“ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ტრამპი ამათი მოკავშირეა, ერთადერთი, ესენი (ქართული ოცნება) ფერზე მოვიდნენ და მოყოჩაღდნენ რომ დაინახეს გრიგალი, რაც არის ატეხილი ტრამპის მიერ, მაგრამ ამათთვის სასარგებლო არც არაფერი არ არის.
კუთხეში არიან მიმწყვდეულები, ქვეყანას ვერ მართავენ, ერთადერთი, რასაც შვებიან, ფულს იპარავენ”- თქვა ალეკო ელისაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს