მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა – მამუკა ბახტაძე

391
წაკითხვა/ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30 ოქტომბრის შემდეგ, ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს და პატრიარქის ირგვლივ ატეხილლ აჟიოტაჟს ეხმიანება.

“ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის. ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ.

მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე.

მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა.”- აცხადებს მამკა ბახტაძე.

თქვენი კომენტარი?