24/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ივანიშვილის დაზიანება, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის  გზაზე – გიორგი ბაჩიაშვილი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ივანიშვილის დაზიანება და არავის მიზანი არ უნდა იყოს პირადად ივანიშვილის დაზიანება, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის  გზაზე”– განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა 6 მარტს, ტვ “ფორმულის” ეთერში ჩართვისას.

“ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მივიყვანოთ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებამდე. ვისაც შეუძლია გარეთ უნდა გამოვიდეს, ჩემ შემთხვევაში, მე ყველა რესურსს გამოვიყენებ იმისთვის, რომ რამენაირად, მსოფლიოში, ყველა ადამიანამდე და ყველა სახელმწიფომდე, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდება, მივიტანო ის, თუ რა ხდება საქართველოში და ამ შემთხვევაში ივანიშვილის მხილებაც ამის ნაწილი იქნება, მე მისი ჯავრი კი არ მჭირს”- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ბაჩიაშვილს ჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ პირზე, რომელიც მას ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.