რას ჰგავს ეს? გამომშვიდობებისას ბავშვებს რომ ატირებს პეტრე – დავით ბერძენიშვილი

565
წაკითხვა/ნახვა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბავშვები ტირილით აცილებენ.

“რას ჰგავს ეს? მარტვილში, სკოლაში ბავშვებს რომ ატირებს გამომშვიდობებისას პეტრე! ბავშვების ზომბირებაღა გვაკლდა! ხელები შორს ბავშვებისგან! იმისთვის კი არ გიცავთ მოძალადე სტრუქრურისგან – ხელისუფლების საპატრიარქოსგან რეპრესირებულ ადამიანებს, რომ მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო საერო/ სასულიერო წნეხს საპასუხოდ უმანკო ბავშვების სტრესი და ცრემლი დაახვედროთ?

გახარია იაკობმა დაადანაშაულა პატრიარქის გადაგდების მცდელობაში და ის კიდე პეტრეს აბრალებს გადატრიალებას… იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს. ეს ხელისუფლება რაცაა, ვხედავთ. ბავშვებს შეეშვით!!! ხელები შორს ბავშვებისგან!” – წერს დავით ბერძენიშვილი.

თქვენი კომენტარი?