ბოლო ამბები
21/03/2025

ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის გაშვებას გეგმავს

გაზიარება

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გაშვებას გეგმავს და მის ნაცვლად, ერთ-ერთ ქვეყანაში მოქმედი ელჩის დანიშვნას აპირებს.

ამის შესახებ ტაბლიაშვილმა მის ვიდეობლოგში ისაუბრა. მას გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მინიშნებით აღნიშნა, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს უტა ივანიშვილთან.

“მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშილი შეელევა ირაკლი კობახიძეს. ირაკლი ღარიბაშვილს ის არ მიუბრუნდება, ირაკლი ღარიბაშვილის მესამედ მოსვლა არ მოხდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ ახალ პრემიერს დაანიშნინებს ახალ არჩევნებს.

ბიძინა ივანიშვილის კარზე განიხილავენ ამ ახალი არჩევნების დანიშვნას ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. მეორე ვერსიით, მომავალი წლის გაზაფხულზე, აპრილ-მაისში”- განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ირაკლი ტაბლიაშვილის დასახელებული პირი, სავარაუდოდ, იაპონიაში, საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავაა, ვინაიდან სწორედ ლეჟავა შეხვდა უტა ივანიშვილს, რომლის ამსახველი ფოტოც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.

სხვა ამბების წაკითხვა