“უკვე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ და კარგად დაფიქრდი” – აქტიური მხარდამჭერის მიმართვა კახა კალაძეს

648
წაკითხვა/ნახვა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლელა მიქელაძე-ბერიაშვილი, თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართავს და საახალწლო აქსესუარებითვის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარის გამოყოფას კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული თანხით შესაძლებელია უამრავ გაჭირვებულს დაეხმაროს სახელმწიფო.

“ყველამ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ქალაქების სისუფთავის და სილამაზის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ ის მილიონობით ლარი, რაც საახალწლო, თუნდაც აქსესუარებისთვის უდა გამოიყოს სახელმწიფოდან, თუ ასეთი გულკეთილები ხართ, დაეხმარეთ ოჯახებს, ბავშვებს, მოხუცებს, ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს. ვის რაში სჭირდება ან ის ნაძვის ხე, ან ის საზეიმო კონცერტები თუ გაბჟღვიალებული ნათურები, თუ თბილისში სიღარიბის სუნი ტრიალებს.

მივმართავ თბილისის მერს და ძალიან რბილად ამ შემთხვევაში არ მინდა უხეში ვიყო, ერთი რამ მაინტერესებს, ამდენი წელია გაიძახიან კალას თავისი შრომით აქვს ნაშოვნიო, გასაგებია და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მილიონებს რომ ახევ ხალხს და სახელმწიფოს, ამ თემაში  როგორ ვართ?

2 წლის წინ შეიძინე უამრავი საახალწლო  აქსესუარი თავის განათებებით და ნაძვის ხეებით, სადაც მილიონობით ლარი თუ დოლარი, რა მნიშვნელობა აქვს, გავიდა ხალხის ჯიბიდან.

სად წავიდა ის დანადგარები, გაფუჭდა, გადაიწვა, თუ როგორ არის, რა? ნაგავში გადაყარე ეს ამხელა ფული, რომ წელს ისევ საყიდელია? – მომისმინე კარგად, ჩემი ჯიბიდანაც გადის ფული, ისევე როგორც ნებისმიერი მოსახლისგან გადასახადებში გაორმაგებულ ფასებში და ა.შ.და არ მინდა ბატონო ეს შენი ნაძვისხეები და დიმპიტაური.

გაჭირვებულებს დაეხმარე, გამოუყავი სოციალური დახმარება მოქალაქეებს ეს უფრო დიდი მადლია. ვის რაში სჭირდება შენი მარიაჟობა. ჰო, გავიგეთ, რომ აკეთებ რაღაცებს, მაგრამ შენი ამ ფანატიზმიდან გამომდინარე, უკვე ეჭვი მაქვს, რომ ხუთი იმდენი შენ ჯიბეში მიდის.

გააკეთე ხალხისთვის კალაძე, “ლამპოჭკები” და ნაძვისხეები არ არის საჭირო, ხალხს შია საქართველოში, შეხედე ქალაქს, რომლის მერიც ხარ რას გავს. იგივეა, რასაც მიშა აკეთებდა, გარედან ბრწყინავდა საქართველო და შიგნიდან უკუნეთი სიბნელე სუფევდა.

პირველი ოპოზიცია მე ვიქნები შენი, თუ ასე გააგრძელებ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი არჩევნების პერიოდში გვერდში გედექი, როგორც ნამდვილი თბილისელი ქალი, რომელსაც თავისი ქალაქის და მისი მკვიდრნის კეთილდღეობა სურს და არა ის, რაც დღეს დამართეთ ამ ქალაქს.

უკვე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ და  კარგად დაფიქრდი ფინალის….შენ ხომ კარგი ფეხბურთელი იყავი ერთ დროს და თამაშიც კარგად იცი და მისი წესებიც. არ იფიქრო რამე პირადული, ჩემი ძმაც რომ იყო იგივეს მოგთხოვდი. ძალიან კარგად მოგეხსენება ჩემი ტონიც და პრინციპიც და შენ გამო ვიღაც ძუკნებს არ გავალანძღინებ თავს ,,აი თქვენი არჩეული მერიო  და ა.შ”– წერს ლელა მიქელაძე-ბერიაშვილი.

თქვენი კომენტარი?