23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კეზერაშვილმა ხელები დაიბანა – ელისო კილაძე “ფორმულის” წილების გადაფორმებაზე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია ‘ფორმულის” წილები სრულად გადასცა არხის მენეჯმენტს და იურიდიულად მისი მფლობელი აღარ არის. განცხადებას ამის შესახებ დღეს, არხის საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა.

ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი „თავისუფლების ფორმულა“. 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება.

წილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ამბობს, რომ ამ ქმედებით კეზერაშვილმა პოლიტიკური ბრძოლა შეწყვიტა და ხელები დაიბანა.