რამდენიმე სახეობის თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა

385
წაკითხვა/ნახვა

თამბაქოს გაძვირება გრძელდება და მთავრობის მიერ დადგენილი აქციზის მატების კვალდაკვალ იმატებს ფასიც.თუ  გუშინ სიგარეტი, პირობითად 5, 60 ლარი ღირდა, დღეს  მისი ღირებულება უკვე  5. 80 ლარია. როგორც მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, ამ ეტაპზე მხოლოდ კომპანია “ომეგა”-ს სადისტიბუციო ქსელში არსებულმა თამბაქოს ფასმა მოიმატა, ხოლო “ელიზი”-ს ფასები ამ ეტაპზე უცვლელია.

მას შემდეგ, რაც თამბაქოს მომატების გამო, მწეველთა უმეტესობა ე.წ შესახვევ თუთუნზე გადავიდა, ხელისუფლებამ ამ პროდუქტის დაბეგვრაც გადაწყვიტა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის ღირებულებას.

თქვენი კომენტარი?