მომწერეს: თურმე TAKO-ს მოვენატრე – ნუგზარ ფოფხაძე

1195
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნუგზარ ფოფხაძე – ჟურნალისტი


“ისევ TAKO და მარად TAKO, ანუ, არ გათეთრდების ყორანი.

მომწერეს: თურმე TAKO-ს მოვენატრე… ისე მაგრად, რომ არქივიდან დასახმარებლად არა მარტო ბატონი ზვიად გამსახურდია მოიხმო, არამედ… საკუთარი მრავალგზის გადაღეჭილი ცნობილი ბოდვებიც, როგორც “კლასიკოსის ნააზრევი” და ილუსტრაცია.

საწყალი! ვინმემ ურჩიოს, ჩემზე მასალების ქექვის შედეგით ვერც მე და ვერც სხვას ვერ გააკვირვებს.

აი, მის ოჯახზე და მისი ბაქიობის მთავარ “არგუმენტზე” კი, იცოცხლე, უწინარესად მისი “პარტიის” წევრებს და ფანკლუბს გავანათლებ, რამეთუ ახლად მოვლენილ სასაცილო “ლიდერს” მახსოვრობა ღალატობს ამ წინასაარჩევნო პერიოდში და შეხსენება “წაადგება” იმ მარგალიტებით, რის ხარჯზეც ეს “პატრიოტი” და უნიჭო ჭორიკანა “დრიგინ-დრიგინით” აპირებს პარლამენტში შეჭრას და მერე საქართველოდან “ვიღაცეების” გაძევებას.

ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: ნეტავი იმათ ტვინში ჩამახედა და დამანახა, რა უყრიათ ამისთანა, რომ ნამეტნავად ღირებულად მიაჩნიათ ამ აშკარად ჭკუათხელი და უწიგნური TAKO-ს “ბრძნული” აზრი, “წონიანი” შეხედულებები და ის “წინასწარმეტყველური” პროგნოზები, რომლებიც, თურმე, უტყუარად მართლდება.”

თქვენი კომენტარი?