მუსიკოს მანანა მენაბდის მკურნალობის ხარჯებს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივად დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას განო მელითაური ავრცელებს.
“ჩემო ძვირფასო ქართველებო! ძვირფასო ემიგრანტებო! მეგობრებო, ჩვენი ოჯახის და მანანას გულშემატკივრებო !
უდიდესი მადლობა ასეთი ერთსულოვნებისთვის და გვერდში დგომისთვის!
ფანტასტიური ამბით ვბრუნდებით თურქეთის კლინიკიდან! მანანას ოპერაციისთვის საჭირო, ასევე საჭირო სახსრები სრულად ერთობლივი ძალებით დააფინანსა
საქართველოს მთავრობამ, ბატონმა პრემიერმა, კულტურის სამინისტრომ და მერიამ!
ძალიან მალე, მანანა მენაბდეს უფლის და თქვენი ყველას შეწევნით ჯანმრთელს და ისეთივე საოცარს უვნებლად დავაბრუნებთ და ყველას, უკლებლივ ყველას სახელი და გვარი მაქვს პირადად შენახული მის საქველმოქმედო კონცერტზე მოგიპატიჟებთ! მიყვარხართ ყველანი! გთხოვთ შეწყვიტოთ თანხების დარიცხვა, თუ სადმე გავიჭედეთ ვიცი რომ თქვენი იმედი ყოველთვის გვექნება!”- წერს განო მელითაური.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს