ბოლო ამბები
30/04/2025

დაყადაღებულია ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი

გაზიარება

დაყადაღებულია ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა და თქვა, რომ დაყადაღებულია სხვა ფონდებიც, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს ჯარიმას უხდიდა.

მათ შორის არის ნიკა გილაურის ფონდი.

“დაყადაღებულია სხვა ფონდებიც: ნიკა გილაურის ფონდი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ.

ბოლო ინფორმაციით ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ. ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყონებლივი მექანიზმით.

ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში. ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა. დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

სხვა ამბების წაკითხვა