ახლა მე გეკითხებით თქვენ – ნინო ხაჩიძე

504
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ხაჩიძე – ჟურნალისტი


როგორ იცვლება ტაქტიკა, აკვირდებით, ხომ?! პეტრე ცაავამ პატრიარქი დაადანაშაულა, ახლა კი ვითომც ეს არ უთქვამს, სასულიერო პირებზე დაიწყო ინფოს გავრცელება სოდომური გადახრების შესახებ.

მე, სულაც, არ გამოვრიცხავ ასეთი ფაქტების არსებობას, ანუ ის შემაძრწუნებელი წამოძახილი, სავარაუდოდ, ამ პროცესის ასაგორებლად იყო საჭირო (ვერ გადავეჩვიე ამ კორექტულობას და მტკიცებითი ფორმის უარყოფას აზრის გამოთქმისას).

ჰოდა – ახლა მე გეკითხებით თქვენ, კათოლიკე სასულიერო პირებს ხშირად ამხელენ პედოფილიასა და სოდომიზმში, მაგრამ ამის გამო რომის პაპს აყენებენ შეურაცხყოფას ან ცილს სწამებენ?! და რომც დადასტურდეს რომელიმე სასულიერო პირის უგვანი საქციელი, რა ვქნათ, გავემიჯნოთ საქაართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?! ლოგიკა კოცონზე დაწვით, თქვე ბემურაზებო?!

P. S.-  ჩემი გონება სრულად დაიტვირთა რაციონალიზმით ემოციის ნასახი აღარ გამაჩნია. თუმცა ცოტა დიდხანს კი მოვუნდი, რატომღაც, შინაგანი წონასწორობის აღდგენას.

თქვენი კომენტარი?