“შკოდა”-ს ფირმის ტროლეიბუსები, ტრამვაი, “იკარუსი”-ს, “ისუზუ”-სა და “ლაზი”-ს ფირმის ავტობუსები. “რაფი”-ს, “ფორდ”-ისა და “მერსედესი”-ს ფირმის სამარშრუტო ტაქსები – ეს კადრები გადაღებულია 1999 წელს თბილისში, დევიდ სპენსერის მიერ.
ტროლეიბუსი და ტრამვაი ელექტროენერგიაზე მომუშავე,ეკოლოგიურად სუფთა და იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, რომელიც 2000 იანი წლების დასაწყისში გაუქმდა, მისი ინფრასტრუქტურა კი (რელსები და ხაზები) ჯართში გაიყიდა.
2005 წლიდან, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 2 წელიწადში, თბილისში შემოვიდა მეორადი ყვითელი ავტობუსები, რომელიც ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადმოსცა, ასევე შემოვიდა უკრაინული ფირმა “ბოგდანი”-ს მცირე ზომის ყვითელი ავტობუსები.
რაც ეხება მიკროავტობუსებს, 2010 წლამდე დედაქალაქში ძირითადად “მერსედესი”-სა და “ფორდი”-ს ფირმის სამგზავრო მიკროავტობუსებით ხდებოდა მგზავრების გადაყვანა, 2010 წლიდან კი მხოლოდ ყვითელი ფერის მიკროავტობუსებით იყო ნებადართული მგზავრთა გადაყვანა, ეს გახლავთ “ფორდ ტრანზიტი” და ის დღესაც ფუნქციონირებს, ასევე ნაწილობრივ ხაზზე რჩება 2004 წელს შემოყვანილი უკრაინული ავტობუსები, რომლებიც ეტაპობრივად ნაცვლდება “ისუზუ”-ს ფირმის 8 და 10 მეტრიანი ავტობუსებით.
იხილეთ ფოტოგალერეა 1999 წლის თბილისიდან
ნაცებო, ქალბატონო ბურჯანაძევ, ბატონო თარგამაძევ, რაღაც ცუდად შეაჩვიეთ ენა POSTV-ს –...