ბოლო ამბები
30/04/2025

ცოდვა გამხელილი სჯობს, ვანო მერაბიშვილი ფორმალურად იყო მინისტრი, ის იყო ივანიშვილის ხელისბიჭი – ვალერი გელბახიანი

გაზიარება

ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისბიჭი და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა “ციხის შიგნიდან გატეხვა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი.

ამის შესახებ მან 18 მარტს, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ისაუბრა.

“მე მიმაჩნია, რომ პირადად ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა ბიძინა ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილი ვერ ეღირსებოდა პოლიტიკაში მოსვლას, თუ ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი იქნებოდა.

ცოდვა გამხელილი სჯობს, მერაბიშვილი ითვლებოდა ივანიშვილის ხელისბიჭად, ფორმალურად მინისტრი იყო სააკაშვილის და ხელისბიჭი იყო ივანიშვილის და არავინ თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისით მიაღწია იმას, რასაც მიაღწია.

ციხე გატეხა შიგნიდან მშვენივრად, ძალოვანი მინისტრი რომ გეყოლება ერთგული შემსრულებელი შენი ბრძანებების. ამ ძალოვან მინისტრს მაშინ სრულად ენდობოდა სააკაშვილი”– განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა