7 ნოემბერი – 12 წელი დაუნდობელი დარბევიდან (ვიდეო)

696
წაკითხვა/ნახვა

2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი დაუნდობელი დარბევიდან 12 წელი გავიდა. ამ დღეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ მაშინდელი ოპოზიციის მიტინგი, რომელიც პარლამენტის წინ იმართებოდა, ცრემლმდენი გაზითა და ხელკეტებით დაარბია.

იმავე საღამოს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია “იმედი”-ს შენობაში, დაარბია ტელევიზია, გაანადგურა აპარატურა, ძირს დააწვინეს ჟურნალისტები, რა დროსაც მათ უდიდესი მორალური ტრავმები მიიღეს, მათ შორის იყვნენ ორსული ქალებიც. იმ დროს ითქვა, რომ ტელევიზიაში შეჭრა განაპირობა იმან, რომ “იმედი” არ იყო ობიექტური გამშუქებელი, სწორედ ამ მიზეზით ახსნა მისი დარბევა მაშინდელი პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიამ, რომელმაც 7 ნოემბრის მონაწილეები რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, თუმცა არცერთი პირი პასუხისგებაში არ მიეცა.

ამ დღის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც ინფორმაციას ავრცელებდა, იყო საზ.მაუწყებლის პირველი არხი.  ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ კი ტელეკომპანია “იმედი” ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში და 2012 წლამდე, მისთვის მაამებლური სარედაქციო პოლიტიკით მართავდა მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა.

თქვენი კომენტარი?