ბოლო ამბები
30/04/2025

თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე – ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მიმართვა (ვიდეო)

გაზიარება

გარკვევით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანაში თუ შემოხვალთ და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის.”- ამის შესახებ ამერიკის  ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მე ვარ კრისტი ნოემი, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივანი. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ ჩვენი საზღვრის დაცვისთვის და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ნება მომეცით, პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მივაწოდო მსოფლიოს.
თუ ამერიკაში არალეგალურად შესვლას აპირებთ, არც იფიქროთ ამაზე.

გარკვევით ვაცხადებ, ჩვენს ქვეყანაში თუ შემოხვალთ და დაარღვევთ ჩვენს კანონებს, ჩვენ აუცილებლად გიპოვით. შეერთებულ შტატებში კრიმინალების ადგილი არ არის.

სუსტმა ხელმძღვანელობამ ჩვენი საზღვრები ზედმეტად დიდხანს ღიად დატოვა. გადაავსო ჩვენი საზოგადოება ნარკოტიკებით, ადამიანებით მოვაჭრეებითა და მოძალადე კრიმინალებით. ეს დღეები წარსულში დარჩა.

პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ ვიცავთ ამერიკულ ოჯახებს და აღვადგენთ მათ უსაფრთხოებას. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით – დაგიჭერენ, გაგიყვანენ და აღარასდროს დაბრუნდებით.

დაიცავით კანონი და იპოვით შესაძლებლობას. თუ დაარღვევთ – იპოვით და აგებთ პასუხს. ძლიერი საზღვრები ნიშნავს უფრო ძლიერ ამერიკას. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ უსაფრთხოს ხდის“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.

სხვა ამბების წაკითხვა