თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ისეთი სულელი ვარ რომ “სუსი”-ს გასაგონად გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე ველაპარაკო ტელეფონით? ან რომელი რევოლუციონერი ეგ არის? – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ის და გიორგი ვაშაძე რევოლუციურ სცენარზე და მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაზე საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები არის სხვადასხვა საუბრებიდან აღებული და დამონტაჟებული.
“მეტი საქმე არ მაქვს გიორგი ვაშაძეს რევოლუციაზე ველაპარაკო ტელეფონით. სხვათაშორის კარგი ბიჭია გოგიტა, ის ნებისმიერი სამთავრობო გუნდის კარგი მმართველი იქნება”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ თემაზე:
თქვენი კომენტარი?
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმის გამოხმაურება tv “პირველი”- ს სიუჟეტზე