ეს მამაკაცი სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ცნობილი ქომაგია, რომელიც 23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გამართულ საქართველო-სომხეთის მათცს დაესწრო და ყვება იმ ინციდენტსა და დაპირისპირებაზე, რაც თამაშის დასრულების შემდეგ მოხდა.
“სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიანთ გულშემატიკვრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ.
არ ვიცი, ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით!
გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ, რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა?
გვესვროდნენ ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
სომეხ გულშიმატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი, სანამ ყველა დატოვებდა დინამოს და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს იქიდან, უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ, ზოგი უკიდურესადაც კი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.” – ამბობს ის.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს